21:34 - 26 May, 2026
|
2024-10-25 10:36:52, 418 ნახვა
მსოფლიო
Reuters - სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმას 3 ჟურნალისტი ემსხვერპლა
სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმას 3 ჟურნალისტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ლიბანური მედიის ცნობით, დილით, ქალაქ ჰასბაიაზე იერიშის შედეგად დაღუპულთა შორის პროირანული მედიასაშუალების, "ალ-მაიადინის" ოპერატორები - ღასან ნაჯარი და მოჰამედ რედა, ასევე "ჰეზბოლასთან" დაახლოებული ტელეარხის, "ალ-მანარის" ოპერატორი არიან. ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, ბუნგალო, სადაც მამაკაცებს ეძინათ, პირდაპირი დარტყმის სამიზნე გახდა. "ოკუპანტების მიერ ჟურნალისტების საცხოვრებელზე თავდასხმა წინასწარ განზრახული იყო. დაშავებულები არიან სხვა არაბული არხების ჟურნალისტებიც",- განაცხადა "ალ-მაიადინის" დირექტორმა, ღასან ბინ ჯიდომ. ისრაელში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)