20:03 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 13:04:04, 655 ნახვა

ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - რუსმა სამხედროებმა 4 უკრაინელი ჯარისკაცი დააკავეს, კამერის წინ დაკითხეს და მოკლეს

რუსმა სამხედროებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის 4 ჯარისკაცი დააკავეს, კამერის წინ დაკითხეს და შემდეგ მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა 2024 წლის 6 ოქტომბერს უკრაინის ეროვნული გვარდიის 4 ჯარისკაცი სამსახურებრივი და საბრძოლო დავალებების შესრულების დროს ქალაქ სელიდოვეს მიდამოებში აიყვანეს.

“სამხედრო ტყვეების მკვლელობა ჟენევის კონვენციების უხეში დარღვევაა და კვალიფიცირდება როგორც მძიმე, საერთაშორისო დანაშაული. მომხდარზე წინასწარ გამოძიებას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები აწარმოებენ“,- აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics