|
2024-10-24 12:07:02, 428 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მშვიდობას აღვადგენ
პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მშვიდობას აღვადგენ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და “რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ტრამპი წერს, მთელ მსოფლიოში ქრისტიანები არ იქნებიან უსაფრთხოდ, თუ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება. "კამალა ჰარისს არაფერი გაუკეთებია, როდესაც 120 000 სომეხ ქრისტიანს საშინლად დევნიდნენ და იძულებით გადაასახლეს არწახში. ქრისტიანები მთელ მსოფლიოში არ იქნებიან უსაფრთხოდ, თუ კამალა ჰარისი იქნება შეერთებული შტატების პრეზიდენტი. პრეზიდენტი როდესაც ვიქნები, მე დავიცავ დევნილ ქრისტიანებს, ვიმუშავებ ძალადობისა და ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად და ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის",- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)