|
2024-10-23 17:30:52, 426 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - ბრიუსელის მსახურებას არ შევეგუებით
არ შევეგუებით ბრიუსელის მსახურებას,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. როგორც ორბანმა აღნიშნა, ევროკავშირს უნგრეთის სათავეში, „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის ხილვა სურს, "როგორც მის დაქვემდებარებაში მყოფი პირის". "ბრიუსელში განაცხადეს, რომ თავიდან მოიცილებენ უნგრეთის ეროვნულ მთავრობას, რომ სურთ ბრიუსელის მარიონეტული მთავრობის დაყენება. ვსვამთ ძველ კითხვას, ვემორჩილებით უცხოურ ნებას, ამჯერად ბრიუსელისას, თუ მის წინააღმდეგ მივდივართ? უნგრეთს ამ არჩევანის გაკეთება ელოდება. უამრავჯერ დავამტკიცეთ, რომ არ გვეშინია და იმპერია ვერ დაგვაშანტაჟებს. ვიცით, რომ სურთ, გვაიძულონ ომში ჩართვა; თავს მოგვახვიონ თავიანთი მიგრანტები და გადასცენ ჩვენი შვილები გენდერ აქტივისტებს; ვიცით, რომ მარიონეტულ მთავრობაზე ფიქრობენ; ჰყავთ პარტია და ადამიანი, რომლის დანიშვნაც სურთ; პირი, რომელიც უბრალოდ ხელს აწერს რაღაცებს, იდეალური კანდიდატი მარიონეტული მთავრობის ხელმძღვანელობისთვის. ჩვენ არ შევეგუებით მარიონეტობას, ბრიუსელის მსახურებას. ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, ვერ გაგვტეხენ",- განაცხადა ორბანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)