|
2024-10-22 09:08:20, 380 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლდოვის უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლდოვის გამძლეობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ბორელი აცხადებს, რუსეთისა და მისი მოკავშირეების მხრიდან ჰიბრიდული ომის წარმოების მიუხედავად, მოლდოვის ხელისუფლებამ არჩევნები წარმატებით ჩაატარა. "რუსეთისა და მისი მოკავშირეების მხრიდან ჰიბრიდული ომის წარმოების მიუხედავად, მოლდოვის ხელისუფლებამ წარმატებით ჩაატარა არჩევნები და საკონსტიტუციო რეფერენდუმი. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლდოვის გამძლეობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე",- წერს ბორელი. შეგახსენებთ, მოლდოვაში ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, ამომრჩევლის 50,46%-მა კითხვას, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" დადებითი პასუხი გასცა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საკონსტიტუციო რეფერენდუმის პარალელურად გაიმართა, მისი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ 42.45%-ით ლიდერობს, მისი კონკურენტი ალექსანდრე სტოლიანოგლო კი, მეორე ადგილს 29,98%-ით იკავებს. აღნიშნული შედეგით, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც 3 ნოემბერს დაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)