|
2024-10-21 21:10:58, 370 ნახვა
მსოფლიო
მიშელი - მივესალმები მოლდოვის მოქალაქეების პროევროპულ არჩევანს, ევროკავშირი მზადაა, მოლდოვას მხარი დაუჭიროს
ევროკავშირის რეფერენდუმის შემდეგ, აშკარა გარე ჩარევის მიუხედავად, მივესალმები მოლდოვის მოქალაქეების პროევროპულ არჩევანს,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც მიშელმა აღნიშნა, ევროკავშირი მზადაა, რომ მოლდოვას მხარი დაუჭიროს. "ეს არის სიგნალი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენს ერთგულებას ევროპული გზისკენ და საჭირო რეფორმების გაგრძელებას, რომლებიც გარდაქმნის თქვენს ქვეყანას. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს მოლდოვას და იმუშაოს ჩვენი საერთო ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად ყველას კეთილდღეობისთვის",- განაცხადა მიშელმა. ცნობისთვის, მოლდოვა მოლდოვაში რეფერენდუმის და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების 100% დაითვალეს. საკონსტიტუციო რეფერენდუმში ამომრჩევლის 50,46%-მა კითხვას, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" დადებითი პასუხი გასცა. ამასთან ერთად, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ 42.45%-ით ლიდერობს, მისი კონკურენტი ალექსანდრე სტოლიანოგლო კი მეორე ადგილს 29,98%-ით იკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)