|
2024-10-21 14:43:12, 402 ნახვა
მსოფლიო
The Hill - დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო გამოკითხვაში კამალა ჰარისს პირველად გაასწრო
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და “რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო გამოკითხვაში ვიცე-პრეზიდენტსა და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს პირველად გაასწრო. ამის შესახებ ინფორმაციას Decision Desk HQ/The Hill-ი ავრცელებს. გამოკითხვის მიხედვით, ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების 52%-იანი შანსი აქვს, კამალა ჰარისს კი - 42%-იანი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, აგვისტოს ბოლოდან ჰარისის გამარჯვების შანსი, დაახლოებით, 54-56%-ს შეადგენდა, ხოლო ტრამპის - 44-46%-ს. ოქტომბრის დასაწყისში სხვაობა შემცირდა -17 ოქტომბერს ორივე კანდიდატს, დაახლოებით, თანაბარი შანსები ჰქონდა, ხოლო 20 ოქტომბერს უპირატესობა ყოფილმა პრეზიდენტმა მოიპოვა. ამასთან, ტრამპს მცირე უპირატესობა აქვს არიზონის, ჯორჯიისა და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში. შვიდი შტატიდან, რომლებსაც შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს 2024 წლის არჩევნების შედეგების განსაზღვრაში, ჰარისი მხოლოდ პენსილვანიაში ლიდერობს, თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ პროგნოზის მიხედვით, რბოლა კვლავ არაპროგნოზირებადი რჩება, რადგან გამოკითხვების შედეგები შვიდივე შტატში ცდომილების ფარგლებშია. ანუ, გამოკითხვების ტიპურმა უზუსტობებმა, შეიძლება, შედეგები ნებისმიერი მიმართულებით გადახაროს. მოსალოდნელია, რომ ეს შტატები გადამწყვეტი იქნებიან იმის განსაზღვრაში, თუ რომელი კანდიდატი მიაღწევს გადამწყვეტ 270 საბოლოო საარჩევნო ხმას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)