|
2024-10-21 11:21:29, 392 ნახვა
მსოფლიო
ფეთჰულაჰ გიულენი გარდაიცვალა
თურქი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი ფეთჰულაჰ გიულენი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი გიულენთან დაკავშირებული ვებგვერდ Herkul-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც Herkul-მა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, გიულენი 20 ოქტომბრის საღამოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის კლინიკაში გარდაიცვალა. თურქი პოლიტიკური მოღვაწის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ძმისშვილმა, ებუსემე გიულენმაც დაადასტურა. ცნობისთვის, თურქი მოღვაწე ფეთჰულაჰ გიულენი 1941 წელს აღმოსავლეთ თურქეთის პროვინციის ერზრუმის სოფელში დაიბადა. 1959 წელს ის ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ედირნეში მეჩეთის იმამად დაინიშნა. 2013 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოკავშირე იყო, თუმცა 2016 წელს ერდოღანმა გიულენის მომხრეები სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში საჯაროდ დაადანაშაულა, თავად გიულენს კი, გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში დასდო ბრალი. თურქი მოღვაწე ბრალდებებს უარყოფდა, თურქეთი კი, მის ექსტრადაციას ამერიკის შეერთებულ შტატებს დაჟინებით სთხოვდა, თუმცა 1999 წლიდან აშშ-ში, ემიგრაციაში მყოფი გიულენი დღემდე პენსილვანიაში ცხოვრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)