20:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 10:40:09, 401 ნახვა

მსოფლიო
ბიულეტენების 97%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ 41.55%-ით ლიდერობს

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 97%-ზე მეტი უკვე დათვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს მხარი ამომრჩეველთა 41.55%-მა დაუჭირა, ხოლო მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილ ალექსანდრე სტოიანოგლოს - 26.51%-მა.

იმ შემთხვევაში, თუ ხმების სრულად დათვლის შემდეგ აღნიშნული მონაცემები არ შეიცვლება და ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 50%-ზე მეტს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics