|
2024-10-17 22:44:30, 367 ნახვა
მსოფლიო
გალანტი „ჰამასის“ მებრძოლებს მძევლების გათავისუფლებისა და დანებებისკენ მოუწოდებს
„ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი„ჰამასის“ მებრძოლებს მოუწოდებს, გაათავისუფლონ მძევლები და დანებდნენ. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა არის მკაფიო გზავნილი დაღუპულებისა და მძევლების ოჯახებისთვის, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს მძევლების სახლში დასაბრუნებლად. “ისრაელის სახელმწიფომ სამართლიანობა აღასრულა იაჰია სინვარის, მკვლელისა და ტერორისტის ლიკვიდაციით. იაჰია სინვარი იყო მთავარი ტერორისტი, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა. სინვარი მოკვდა გაქცევისას. ის არ მომკვდარა როგორც მეთაური, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდა. ეს არის ნათელი გზავნილი ჩვენი მტრებისთვის – ისრაელის თავდაცვის ძალები მისწვდება ნებისმიერს, ვინც შეეცდება, ზიანი მიაყენოს ისრაელის მოქალაქეებს ან ჩვენს უსაფრთხოების ძალებს. ჩვენ გადაგიხდით სამაგიეროს“,- განაცხადა იოავ გალანტმა ვიდეომიმართვისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)