|
2024-10-17 16:01:56, 327 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საბურთალოს რაიონში, კერძოდ დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა. ცენტრი სრულად არის აღჭურვილი და მზადაა მოქალაქეთა მისაღებად. „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამხელა პროექტი - მრავალფუნქციური სპორტული სივრცე არ განხორციელებულა. ამ მასშტაბის და მოცულობის პროექტი რეგიონშიც პირველია და ძალიან მიხარია, რომ ჩვენს დედაქალაქში, კონკრეტულად, დიდ დიღომში იქნება ეს სივრცე, რომელიც უკვე რამდენიმე დღეში მოემსახურება მოსახლეობას. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ორი საცურაო აუზი, ორი საკალათბურთო მოედანი, ტანვარჯიშისთვის, კრივისთვის, ჭიდაობისთვის განკუთვნილი დარბაზები, მედიათეკა, კაფე-ბარი, დასასვენებელი სივრცეები, საუნები, მიწისქვეშა პარკინგი. 10 000-მდე ადამიანის მიღება შეეძლება აღნიშნულ ცენტრს ყოველთვიურად“,- განაცხადა კახა კალაძემ. აქვე, მერმა მიმართა 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ისარგებლონ აღნიშნული ცენტრის სერვისებით, ვინაიდან ის ჩართული იქნება პროგრამაში, რომელიც ამ ასაკის ადამიანების უფასო მომსახურებას ითვალისწინებს. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები. მრავალფუნქციურ ცენტრში იფუნქციონირებს დიდი და პატარა აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს და ტანვარჯიშის წრეები; ასევე შენობაში იქნება მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 17 186 593 ლარს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)