|
2024-10-16 13:28:40, 360 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს ხელისუფლებამ Lufthansa-ს რეკორდული 4 მილიონი დოლარით დააჯარიმა ებრაელების დისკრიმინაციისთვის
აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა გერმანული ავიაკომპანია Lufthansa 4 მილიონი დოლარით დააჯარიმა ებრაელების დისკრიმინაციისთვის. ამის შესახებ უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. ეს არის აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ ოდესმე დაწესებული ყველაზე დიდი ჯარიმა. ინციდენტი 2022 წლის მაისში მოხდა მგზავრებთან, რომლებიც ნიუ-იორკიდან ბუდაპეშტში მიემგზავრებოდნენ ფრანკფურტში გადაყვანით. 128 მგზავრს, "რომელთა უმეტესობას ეცვა ორთოდოქსი ებრაელი კაცებისთვის დამახასიათებელი გამორჩეული ტანსაცმელი", ხელი შეუშალა გერმანიაში დამაკავშირებელ რეისზე ასვლას. ავიაკომპანიის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ნიუ-იორკიდან ფრანკფურტის მიმართულებით ფრენის დროს, ორთოდოქსი ებრაელების ფორმაში ჩაცმული რამდენიმე მგზავრმა უარი თქვა ეკიპაჟის მითითებების შესრულებაზე. ტრანსფერის დროს ავიაკომპანიის თანამშრომლებმა ვერ შეძლეს დამრღვევების იდენტიფიცირება და არ უშვებდნენ ბორტზე ვინმეს, ვისაც თვლიდნენ ებრაელად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)