21:34 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-16 12:42:43, 368 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, მალათიაში, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდას შეადგენდა.

განსხვავებულ მონაცემს ავრცელებს ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი, რომლის ცნობითაც, მიწისქვეშა ბიძგები 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და 9 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.

პარალელურად, The Times Of Israel-ი სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიწისძვრა სირიის რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის ალეპოშიც იგრძნობოდა. 

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics