|
2016-02-25 18:23:03, 519 ნახვა
საზოგადოება
სოციალურად დაუცველები რუსთავის მერიისგან საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვენ
რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება რუსთავის მერიაში უშედეგოდ დასრულდა. რუსთავის მერი 10-მდე სოციალურად დაუცველს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით სამსახურს დაჰპირდა, თუმცა მოქალაქეები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას მოითხოვენ. სოციალურად დაუცველები და დევნილები შეჭრილი შენობიდან მერიის ჩარევის შედეგად გამოასახლეს. ყოფილ პროფტექნიკუმის შენობაში ისინი, რამდენიმე დღის წინ თვითნებურად შეიჭრნენ. რუსთვის მერის, დავით ჯიქიას განცხადებით შენობაში წლის ბოლომდე სოციალური საცხოვრისი უნდა გაკეთდეს. შეხვედრა მერთან დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის დაწყებამდე შელაპარაკება საკრებულოს დეპუტატებსა და მოქალაქეებს შორის მოხდა. „შევთავაზეთ სამსახურები, ინდივიდუალურად დაველაპარაკებით ადამიანებს, ვისაც ექნებათ სურვილი იმუშაოს შევეცდებით, რომ დამატებითი სამუშაო მოვუძებნოთ. ფაქტი არის ის, რომ ის ფართი არის განკუთვნილი სოცსაცხოვრებლისთვის, ისიც ავუხსენით, რომ საცხოვრისზე მუშაობა დაწყებულია და უახლოეს პერიოდში რეაბილიტაცია დაიწყება და ასევე განვუმარტეთ, რომ შეიძლება მოხვდნენ, შეიძლება ვერ მოხვდენენ, ამას უკვე კომისია წყვეტს ქულებიდან გამომდინარე",- განაცხადა დავით ჯიქიამ. რუსთავის მერის შეთავაზება სოციალურად დაუცველებისთვის მიუღებელია. ნაზი ლორია ამბობს, რომ ისინი მერიისგან არა სამსახურს, არამედ საცხოვრებელ ფართს ითხოვენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)