|
2024-10-14 11:11:31, 300 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ მუხრანში, სოფლის ახალი ამბულატორიისა და სასწრაფო დახმარების შენობა დაათვალიერა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ახალი ამბულატორია გაიხსნა, რომელშიც ასევე განთავსებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ამბულატორიისა და სასწრაფო დახმარების შენობა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივები, მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის, გადაუდებელ თუ სხვა სამედიცინო მომსახურებებს ადგილზე, უწყვეტად იღებენ. ამბულატორია აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. "სამედიცინო ცენტრში, მოსახლეობას, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოემსახურებიან. სოფლის ექიმების გარდა, პაციენტებს, კონსულტაციას, გარკვეული პერიოდულობით, თბილისიდან მიწვეული, სხვადასხვა პროფილის ექიმები გაუწევენ. შენობაში ინტეგრირებულია ტელემედიცინის აპარატიც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დერმატოლოგის, კარდიოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ოფთალმოლოგის კონსულტაციების დისტანციურად ჩატარება. ის ხელს უწყობს სკრინინგისა და დიაგნოსტიკური სერვისების განვითარებას. ასევე, ზრდის ხელმისაწვდომობას ხარისხიან ჯანდაცვაზე. ამბულატორია მუხრანსა და ქანდას 7000-მდე მაცხოვრებელს მოემსახურება, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი კი, მუხრანსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს. მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ: მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი. ასევე - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელები, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)