|
2024-10-12 12:59:20, 369 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - ლიბანმა ირანს ან „ჰეზბოლას“ საშუალება არ უნდა მისცეს, ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას წინ გადაუდგეს
ლიბანმა ირანს ან "ჰეზბოლას" საშუალება არ უნდა მისცეს, ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას წინ გადაუდგეს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ბლინკენის თქმით, შესაძლებელია, ლიბანის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება და უფრო ფართო კონფლიქტის პრევენცია. ამასთან, ბლინკენი შეშფოთებულია ლიბანში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო. "ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურად ურთიერთქმედებას, რათა თავიდან ავირიდოთ უფრო ფართო კონფლიქტი რეგიონში. ყველა ძალიან დაინტერესებული ვართ შევქმნათ გარემო, სადაც ხალხი საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს და ბავშვები სკოლას დაუბრუნდებია. ისრაელს აქვს ძალიან მკაფიო და ლეგიტიმური ინტერესი. ლიბანელს ხალხსაც იგივე სურს. მიგვაჩნია, რომ საუკეთესო გზა ამისთვის დიპლომატიური ურთიერთგაგებაა, რაზეც უკვე გარკვეული დროა ვმუშაობთ და რაზეც ამჟამად ვართ ფოკუსირებული",- განაცხადა ბლინკენმა. როგორც ბლინკენმა აღნიშნავს, ისრაელს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება "ჰეზბოლას" წინააღმდეგ იბრძვის, თავის დაცვის უფლება აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)