|
2024-10-11 18:48:59, 330 ნახვა
საზოგადოება
გლდანის პირველი მიკრორაიონის N19-19ა კორპუსებთან სკვერი მოეწყო
გლდანში, I მიკრორაიონის N19-19ა კორპუსებთან სკვერი მოეწყო. ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა. ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანსაც. ჯამში, აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 353 365 ლარი დაიხარჯა. ამასთან, მიმდინარე წელს გამგეობის მიერ სკვერი მიმდებარედ, I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთანაც მოეწყო. დასრულებულ სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, მერის მოადგილესთან კახა გულედანთან და საკრებულოს წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო. "ბოლო პერიოდში პირველი მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან გავხსენით სკვერი. ახლა კი, მის მიმდებარედ 19-19ა კორპუსებთან მოვაწყვეთ რეკრეაციული ზონა. ჯამში, ორივე მისამართზე 3 000 კვადრატულ მეტრამდე მოუწესრიგებელი სივრცე ავითვისეთ და მოსახლეობას მრავალფუნქციური მოსასვენებელი ადგილი შევუქმენით. გლდანის გამგეობისთვის მწვანე სივრცეების მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო მიმართულებაა და კიდევ არაერთ სკვერს შევმატებთ რაიონს",- განაცხადა ბესიკ კალაძემ. ინფორმაციას გლდანის გამგეობა ავრცელებს.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)