|
2024-10-11 14:53:06, 378 ნახვა
საზოგადოება
„სელფი მობაილის“ 5G უკვე თბილისშიც
“სელფი მობაილი“ ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოში 1,3 მლნ. აბონენტს ემსახურება, განაგრძობს მომსახურების გაუმჯობესებას და უკეთესი გამოცდილებისთვის მოწინავე 5G ტექნოლოგიის დანერგვას ქვეყნის მასშტაბით. ახლა, “სელფი მობაილის“ 5G უკვე ხელმისაწვდომია თბილისშიც. უფრო ადრე, “სელფი მობაილის“ 5G გაეშვა აჭარაში: ბათუმი, ქობულეთი, გონიო, კვარიათი, შეკვეთილი; სამეგრელოში - ზუგდიდი და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში. 5G-ში მობილური ინტერნეტის სიჩქარე 4G/LTE ქსელისაზე 10-ჯერ უფრო სწრაფია და განაპირობებს ინტერნეტით სარგებლობის უკეთეს გამოცდილებას. 5G ტექნოლოგიის დანერგვა ასევე საკვანძოა საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. “სელფი მობაილი“ პირველი მობილური ოპერატორია საქართველოში რომელმაც შეიძინა 5G-ის დანერგვისთვის საჭირო სიხშირეებით სარგებლობის ლიცენზია და 5G ინტერნეტი საპილოტე რეჟიმში 2023 წლის 21 ნოემბერს ჩართო. “სელფი მობაილი“ 5G ქსელს ნერგავს მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Nokia-ს უახლესი ტექნოლოგიით და ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით. 5G-ს შესახებ პრაქტიკულ კითხვებზე პასუხებისთვის გადადი ბმულზე; უკეთესი გამოცდილებისთვის ინტერნეტ პაკეტების ასარჩევად დააწკაპუნე აქ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)