21:29 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-11 13:08:18, 299 ნახვა

საზოგადოება
შიდა ქართლში 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“  ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს მელიორაცია" ავრცელებს.

"საქართველოს მელიორაციის" ცნობით, შიდა ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

"ქ.ხაშურის ტერიტორიაზე მცენარეებისა და შლამისგან 8 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხი იწმინდება.

ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. აღდგენილი საირიგაციო არხის მეშვეობით   ქ.ხაშურისა და 4 სოფლის (ცხრამუხა, ოსიაური, აგარები, გომი) მოსახლეობა ისარგებლებს.

სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს მიმდინარე თვის  ბოლოსთვის დასრულდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics