|
2024-10-11 09:46:53, 369 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა და ჯორჯია მელონს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის შემდეგ, იტალიაში ჩავიდა და იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონს შეხვდა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ზელენსკი წერს, შეხვედრაზე მელონის უკრაინის "გამარჯვების გეგმა" გააცნო. "მთავარია, გავაძლიეროთ უკრაინის პოზიცია და ჩვენი ურთიერთობები უახლოეს მოკავშირეებთან, რათა შევქმნათ საჭირო პირობები სამართლიანი დიპლომატიისთვის. მსოფლიოს შეუძლია, დაინახოს, რომ რუსეთი უგულებელყოფს რეალურ დიპლომატიას და მშვიდობის ფორმულას, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ამ ომის სამართლიანად დასასრულებლად",- წერს ზელენსკი. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში რომის პაპ ფრანცისკესაც შეხვდება. შეგახსენებთ, გუშინ, 10 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ლიდერს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებისას "ცეცხლის შეწყვეტაზე“ საუბარი არ ყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)