22:12 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-09 15:54:50, 371 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ ახალი კურსი დაემატა

"საქართველოს ბანკი" აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კურსი „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ დაემატა. კურსს ინჟინერი, ნანა დიხამინჯია, გაუძღვება.

„ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები ყოველდღიურად ვითარდება და მათი როლი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სულ უფრო იზრდება. ამ ბიზნესკურსში ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლიათ მცირე და საშუალო მეწარმეებს ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების გამოყენება მათი საქმიანობის უფრო ეფექტური და ოპტიმალური მართვისთვის“, - აღნიშნავს ნანა დიხამინჯია.

ახალი კურსი 7 ვიდეოლექციისგან შედგება. ლექციებზე განხილული იქნება ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია სოციალური მედიის მართვა, ადამიანური რესურსების მენეჯმეტი, გაყიდვების სისტემების გამართვა და სხვა.

Businesscourse.ge ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც 50-მდე კურსია ხელმისაწვდომი ფინანსების, მარკეტინგის, ტექნოლოგიების, კომუნიკაციებისა და სხვა საკითხების შესახებ. კურსებზე რეგისტრაცია უფასოა, ხოლო ვიდეოლექციების ნახვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკის" პლატფორმაზე უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა სხვადასხვა კურსი.

დარეგისტრირდით კურსზე „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ ან ნახეთ სხვა კურსები ვებგვერდზე www.businesscourse.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics