21:54 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-01 09:26:18, 514 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - პარტნიორებისგან კონკრეტულ ქმედებებს ველოდები სტრატეგიის გასაძლიერებლად და „გამარჯვების გეგმის“ განსახორციელებლად

პარტნიორებისგან კონკრეტულ ქმედებებს ველოდები სტრატეგიის გასაძლიერებლად და "გამარჯვების გეგმის" განსახორციელებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, გამარჯვებისთვის საჭიროა იარაღისა და დიპლომატიის ძალის გაერთიანება, რადგან ისინი ეფექტურად მხოლოდ ერთად მუშაობენ.

"ჩვენი გუნდები, უკრაინული და ამერიკული, უკვე მუშაობენ ყველაფერზე, რაც ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განვიხილეთ და უკვე ვემზადები "რამშტაინის" შეხვედრისთვის. ეს იქნება განსაკუთრებული "რამშტაინი". ჩვენი მხრიდან პარტნიორები გაეცნობიან ყველა დეტალს, ყველა არგუმენტს, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ შედეგი უახლოეს თვეებში როგორც ფრონტზე, ასევე დიპლომატიურ მუშაობაში", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics