|
2016-02-22 18:30:24, 524 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ავსტრიის ეროვნული საბჭოს მე-2 პრეზიდენტს, კარლჰაინც კოფვს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მე-2 პრეზიდენტს, კარლჰაინც კოფვს. სამუშაო სადილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში და მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი დაესწრო. შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა იყო. თინათინ ხიდაშელმა კარლჰაინც კოფვს ასოცირების ხელშეკრულების სწრაფი რატიფიცირებისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის სწრაფად დასრულებისთვის მხარდაჭერა სთხოვა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ევროპის ახალი უსაფრთხოების სტრატეგიის სრულფასოვანი მონაწილე იყოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მისი განცხადებით, საქართველო აქტიურადაა ჩართული სამშვიდობო მისიებში და ამის მაგალითია ქართველი სამხედროების მონაწილეობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და მალის სამშვიდობო ოპერაციებში. ეროვნული საბჭოს მე-2 პრეზიდენტმა კარლჰაინც კოფვმა თავდაცვის მინისტრს სამშვიდობო მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის სწრაფად დასრულებისთვის მხარდაჭერას დაჰპირდა. შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობაც განიხილეს. ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ძანიერის შეხვდება და სიტყვით გამოვა ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის საგანგებო პლენარულ სხდომაზე. დაგეგმილია შეხვედრები ნატოს წევრი სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებთან ეუთოში და საჯარო გამოსვლა აღმოსავლეთ ევროპაში კონფლიქტების თემაზე.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)