|
2024-09-23 14:32:17, 301 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა N2 ბაგა-ბაღის ახლად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე კახა გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში მდებარე N2 საბავშვო ბაგა-ბაღის ახლად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა. საბავშვო ბაღი ახალ სააღმზრდელო წელს განახლებულ შენობაში შეხვდა. „ძირითადი შენობა, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, განახლდა, ასევე აშენდა ახალი ფლიგელი, 290 ბავშვის მიღება შეუძლია აღნიშნულ ბაღს. დღესდღეობით მხოლოდ 150 ბავშვია რეგისტრირებული და ბაღს შეუძლია, დაიმატოს ბავშვები. მიხარია, რომ ყველანაირი პირობა არის შექმნილი პატარებისთვის. ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმისთვის, რომ დაცული იყოს საერთაშორისო სტანდარტები. ტერიტორიის სიმცირიდან გამომდინარე ამ ბაღს აქვს ეზოს პრობლემა და სასეირნო სივრცე პატარებისთვის სახურავზეა მოწყობილი თავისი სათამაშოებით და ატრაქციონებით", - განაცხადა კახა კალაძემ. განახლებული ბაღის შენობა ასევე დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრებმა. N2 საბავშვო ბაღის შენობის ერთი ნაწილი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელი მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა, შესაბამისად, მისი პირვანდელი სახის შენარჩუნება და ამასთანავე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოს მოწყობა, პროექტის მთავარი ამოცანა იყო, რაც წარმატებით შესრულდა. პროექტის ფარგლებში, შენობის მეორე ნაწილის ნაცვლად აშენდა სრულიად ახალი კორპუსი, სადაც მოეწყო სააღმზრდელო ჯგუფები, სპორტული და ღონისძიებების დარბაზები და სამზარეულოს ბლოკი. ბაგა-ბაღი ადაპტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დამონტაჟებულია ელექტროპანდუსი და ლიფტები შშმ პირთათვის, გარდა ამისა, იგი სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოების კუთხით არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებს. საბავშვო ბაღი ათჯგუფიანია და 290-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)