04:01 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 11:14:15, 368 ნახვა

მსოფლიო
BBC - იაპონიაში წყალდიდობის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა - 10 პირი დაკარგულად მიიჩნევა

იაპონიაში, იშიკავას პრეფექტურაში წყალდიდობის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქალაქ ვაჯიმასა და სუზუში ათობით ადიდებულმა მდინარემ 100-ზე მეტ დასახლებამდე მისასვლელი გზები დატბორა.

მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში, დაახლოებით, 4 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ხოლო სტიქიის გამო 40 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განგაშის წითელი დონე გამოაცხადა, მოსახლეობას კი სიფრთხილისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics