|
2024-09-19 17:50:11, 945 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც EU-ის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინას მისცენ უფლება, რუსეთში დასავლური იარაღი გამოიყენოს
ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინას მისცენ უფლება, გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთში ლეგიტიმური სამიზნეების წინააღმდეგ,- ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 425-მა დეპუტატმა დაუჭირა, 131 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 63-მა ევროპელმა კანონმდებელმა არჩევანისგან თავი შეიკავა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის გარეშე, უკრაინა სრულად ვერ იყენებს თავდაცვის უფლებას და თავისი მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების წინაშე მოწყვლადი რჩება. პარლამენტის წევრები აღნიშნავენ, რომ სამხედრო დახმარების არასაკმარისი მიწოდება და მათი გამოყენების შეზღუდვა ამ დრომდე გაწეულ ძალისხმევაზე უარყოფითად აისახება. “დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეასრულონ 2023 წლის მარტში აღებული ვალდებულება უკრაინისთვის ერთი მილიონი ჭურვის მიწოდებასთან დაკავშირებით და დააჩქარონ შეიარაღების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდება. ევროპარლამენტის წევრები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირის ქვეყნებს, შეინარჩუნონ და გააფართოონ სანქციები რუსეთის, ბელარუსისა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო და ტექნოლოგიურ დახმარებას უწევენ. ევროპარლამენტის წევრები აღნიშნავენ, რომ გმობენ ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური იარაღის მიწოდებას და თეირანისა და ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითხოვენ. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, აქტიურად იმუშაონ უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და ომის მშვიდობიანი დარეგულირების გზების განსასაზღვრად. ამავე დროს, ევროპარლამენტის დეპუტატები აღნიშნავენ, რომ კონფლიქტის დარეგულირების ნებისმიერი გზა უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას“,- აღნიშნულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)