|
2024-09-19 14:04:44, 389 ნახვა
საზოგადოება
PHR - პოლიტიკური ჰომოფობია - სიძულვილის ენა - სწორედ აღნიშნული გარემოებების შედეგია გუშინ მომხდარი შემზარავი მკვლელობა
პოლიტიკური ჰომოფობია და გენდერული უთანასწორობის თესვა ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგად იქცა. სახელისუფლებო მედიასაშუალებებიც აქტიურად აწარმოებენ ჰომოფობიურ პროპაგანდას, იყენებენ სიძულვილის ენას და ამ გზით აღვივებენ ძალადობას საზოგადოებაში. სწორედ აღნიშნული გარემოებების შედეგია გუშინ მომხდარი შემზარავი მკვლელობა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით ავრცელებს. PHR სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, საქმის ეფექტური გამოძიება აწარმოონ. "PHR-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის, შემზარავ მკვლელობას. პირველ რიგში, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს კესარიას ოჯახს. ამასთან, მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, აწარმოონ საქმის ეფექტური გამოძიება და სამართლინად ჩაატარონ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. აქვე აღვნიშნავთ, უკვე წლებია, პოლიტიკური ჰომოფობია და გენდერული უთანასწორობის თესვა ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგად იქცა. სახელისუფლებო მედიასაშუალებებიც აქტიურად აწარმოებენ ჰომოფობიურ პროპაგანდას, იყენებენ სიძულვილის ენას და ამ გზით აღვივებენ ძალადობას საზოგადოებაში. სწორედ აღნიშნული გარემოებების შედეგია გუშინ მომხდარი შემზარავი მკვლელობა, ისევე, როგორც ზოგადად, ბოლო წლებში ქვიარ ჯგუფების მიმართ ჩადენილი დანაშაულები და ფემიციდის შემთხვევები",- აღნიშნულია PHR-ის განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, 18 სექტემბერს თბილისში, დიდ დიღომში ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს. დღეს, 19 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "თ" და "მ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)