|
2016-02-22 13:50:50, 1040 ნახვა
საზოგადოება
გიორგი შენგელაია: „რა გაწუხებთ?“ ძალიან კარგი წამოწყებაა“
ჯანდაცვის სამინისტრომ და „გლობალ ალიანსმა“ ერთობლივი პროექტი წამოიწყეს, სახელწოდებით „რა გაწუხებთ?“. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს მოქალაქეების გამოკითხვას და, შესაბამისად, მათი საჭიროებებისა და პრობლემების წამოწევას. კითხვარის შევსება ვებგვრდზე www.1505.ge და ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებშია ხელმისაწვდომი. აღნიშნულ ინიციატივას ეხმაურება რეჟისორი გიორგი შენგელაია და თვლის, რომ „რა გაწუხებთ?“ დაეხმარება ჯანდაცვის სამინისტროს უკეთ დაალაგოს საკუთარი პოლიტიკა: „რა გაწუხებთ?“ ძალიან კარგი წამოწყებაა, რომელიც საშუალებას მისცემს ჯანდაცვის სამინისტროს გადახედოს თავის პოლიტიკას და საჭიროების შემთხვევაში, ზოგიერთი რამ სხვაგვარად და უკეთესად დაგეგმოს და განახორციელოს“, - მიიჩნევს გიორგი შენგელაია. გარდა ამ პროგრამისა, რეჟისორმა შეაფასა ზოგადად ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები. მას მიაჩნია, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ჯანდაცვის სამინისტროს დიდი წარმატებაა: „მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სფეროში ნამდვილად დიდი მიღწევებია. განსაკუთრებით იმ ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ამ ფონზე, რაც გააკეთა ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ, არის დიდი წარმატება. ვგულისხმობ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას“, - განაცხადა გიორგი შენგელაიამ. მანვე აღნიშნა, რომ პრობლემები ჯანდაცვის სფეროში პერიოდულად ჩნდება, ხოლო მთავარია, რომ დაფინანსება არსებობდეს: ,,ძალიან რთული სასაუბროა პრობლემებზე, ზოგადად, რადგან ისინი პერიოდულად ჩნდება. ხან სადღაც რიგებია, სადღაც სხვა პრობლემაა. მთავარია, იყოს დაფინანსება, ხოლო რიგებს ვერაფერს ვუზამთ. ზოგადად, ჯანდაცვის დონეზე რომ იყოს სხვა დარგები განვითარებული ჩვენ ქვეყანაში, იქნებოდა ძალიან კარგი. პირადად მე ძალიან მადლობელი ვარ ბატონი სერგეენკოსი“, - ამბობს გიორგი შენგელაია.
ავტორი: მაია დოხნაძე
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)