07:16 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-14 10:53:04, 403 ნახვა

მსოფლიო
Reuters - რუსეთი შორ მანძილზე მოიერიშე უპილოტო საფრენ აპარატებს ჩინური ძრავებით ამზადებს

რუსეთი შორ მანძილზე მოიერიშე უპილოტო საფრენ აპარატებს ჩინური ძრავებით ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი  ევროპულ სადაზვერვო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნულ უპილოტო თვითმფრინავებს სახელწოდებით, "გარპია-ეი1" რუსეთი გასული წლიდან აწარმოებს და უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

"ჩინური ძრავებით და ნაწილებით რუსეთმა 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე 2 500-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი აწარმოა. აღნიშნული უპილოტო აპარატების გამოყენებამ უკრაინაში სამოქალაქო პირების მსხვერპლი გამოიწვია და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა გაანადგურა", - აღნიშნულია სადაზვერვო მასალებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics