|
2016-02-21 14:06:47, 654 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი ქუთაისის ცენტრალური არქივის მშენებლობის პროცესს გაეცნო
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქუთაისში ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის მშენებლობა დაათვალიერა. როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, არქივის ახალი შენობის საერთო ფართი 4030 კვ. მეტრი იქნება, დოკუმენტების საცავებს კი - 2805 კვ. მეტრი დაეთმობა და კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით აღიჭურვება.ქუთაისის ცენტრალურ არქივში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წერილობითი დოკუმენტების ფონდების ერთ მილიონამდე საქმე განთავსდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული. მათივე ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალ შენობაში სამკითხველო და საგამოფენო დარბაზებიც მოეწყობა. მშენებლობისთვის, რომელიც ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ, შპს „საბა კონსტრაქშენმა“ 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2017 წლის გაზაფხულზე დაასრულებს, 4 მილიონი ლარია გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს რუსთავსა და თელავში რეგიონული არქივების ახალი შენობები უკვე აქვს, მარტის დასაწყისში კი სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალი შენობა ზუგდიდშიც გაიხსნება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)