|
2024-09-11 10:59:10, 538 ნახვა
ომი უკრაინაში
ჰარისი - ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა
ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა,- ამის შესახებ "დემოკრატიული პარტიიდან" ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა და მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. როგორც ჰარისმა ყოფილ პრეზიდენტსა და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან გამართული სატელევიზიო დებატების დროს აღნიშნა, ტრამპი დანებდებოდა. "ვფიქრობ, რატომ ამბობს დონალდ ტრამპი, რომ ეს ომი დასრულდება 24 საათში, რადგან ის, უბრალოდ, დანებდება. მოდი, გავაცნობიეროთ, რა მოხდა აქ. მე შევხდი ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე რუსეთი შეიჭრებოდა; ეცდებოდა, ძალის გამოყენებით შეეცვალა ტერიტორიული საზღვრები; უგულებელყო საერთაშორისო სამართლის ნორმები და წესები, მათ შორის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. შევხდი პრეზიდენტ ზელენსკის და გავუზიარე მას აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო მას თავის დაცვა... დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა. გააცნობიერეთ, რას ნიშნავს ეს, რადგან პუტინის დღის წესრიგი მხოლოდ უკრაინას არ ეხება. გააცნობიერეთ, ჩვენი ევროპელი და ნატოელი მოკავშირეები რატომ არიან ასეთი მადლიერი, რომ თქვენ პრეზიდენტი აღარ ხართ და რომ ჩვენ ვაცნობიერებთ მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ალიანსის მნიშვნელობას, ამისთვის რაც გავაკეთეთ, რათა შეგვენარჩუნებინა ზელენსკისა და უკრაინელების შესაძლებლობა, ებრძოლათ თავიანთი დამოუკიდებლობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი იჯდებოდა კიევში და მისი მზერა მიმართული იქნებოდა დანარჩენი ევროპისკენ, პოლონეთით დაწყებული",- განაცხადა ჰარისმა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)