08:10 - 27 May, 2026
|
2024-09-10 15:33:11, 379 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი - სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესაძლებლობას განიხილავს
სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესაძლებლობას განიხილავს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობებში ცვლილებები შეინიშნება. "ეს არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ ის გახდა სომხეთის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. ამიტომ, აუცილებელია, ამ თემას დეტალურად და ყოვლისმომცველად მივუდგეთ. მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირში ჩვენი პარტნიორების შენიშვნებისა და რჩევების მოსმენა“, - განაცხადა ფაშინიანმა. როგორც მან აღნიშნა, დაწყებულია მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, მიღებულია გადაწყვეტილება ევროპული მშვიდობის ფონდის მიერ სომხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის შესახებ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)