|
2024-09-10 10:42:40, 486 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა და სომხეთმა ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს
ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაიწყო. ამის შესახებ ევროკომისია განცხადებას აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოლაპარაკებები არის ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების ფართო ჩარჩოს ნაწილი, რომელმაც მნიშვნელოვანი პროგრესი, 2017 წელს, ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) ხელმოწერის შემდეგ განიცადა. "ევროკომისია და სომხეთის მთავრობა მჭიდროდ იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ დიალოგის ეფექტურად წარმართვა. პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და ის გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება და არ მოხდება ავტომატური გადასვლა უვიზო მიმოსვლაზე. ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა კრიტერიუმი სრულად უნდა შესრულდეს. პროცესი საჭიროებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პროგრესისა და მოვლენების მკაცრი მონიტორინგისთვის",- აღნიშნულია ევროკომისიის ოფიციალურ განცხადებაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)