09:48 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-04 15:29:30, 379 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ბლინკენს ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის საკითხზე კონგრესში ჩვენების მისაცემად იბარებენ

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2021 წლის აგვისტოში ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ ჩვენების მისაცემად დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ მაკკოლის წერილში ნათქვამია, რომ ბლინკენი, რომელმაც მანამდე უარი თქვა კომიტეტის წინაშე გამოსვლაზე, უნდა გამოცხადდეს 19 სექტემბრის სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კონგრესის უპატივცემულობის ბრალდებას წაუყენებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ბლინკენს ჯერჯერობით არ შეუძლია ჩვენების მიცემა კომიტეტის მიერ შეთავაზებულ თარიღებში, თუმცა "გონივრული ალტერნატივის" შეთავაზებით გამოდის.

"იმედგამაცრუებელია, რომ, დეპარტამენტთან კეთილსინდისიერი თანამშრომლობის გაგრძელების ნაცვლად, კომიტეტმა კიდევ ერთი არასაჭირო უწყება გასცა", - განაცხადა მილერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბლინკენმა კონგრესში ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ ჩვენება 14-ჯერ მისცა, მათ შორის, 4-ჯერ იმ კომიტეტის წინაშე, რომელსაც მაკკოლი ხელმძღვანელობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics