10:44 - 27 May, 2026
|
2024-09-03 14:15:38, 367 ნახვა
მსოფლიო
მედია - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პატიმრების ციხიდან გაქცევის მცდელობისას დაიღუპა 129 ადამიანი - არიან დაშავებულები
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პატიმრების ციხიდან გაქცევის მცდელობისას დაიღუპა 129 ადამიანი, დაშავდა 59 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის განცხადებით, მსჯავრდებულებმა გაქცევა დედაქალაქ კინშასაში მდებარე ცენტრალური ციხიდან სცადეს. "მაკალას ცენტრალური ციხიდან მასობრივი გაქცევის მცდელობას შედეგად მოჰყვა მსხვერპლი და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა მინისტრის, შაბანი ლუკოოს განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატიმროს ადმინისტრაციულ შენობაში, სურსათის საწყობებსა და საავადმყოფოში ცეცხლი გაჩნდა. ვერცერთმა პატიმარმა გაქცევა ვერ შეძლო, ხოლო ვინც გაქცევა სცადა, მოკლულია. ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)