|
2024-08-30 16:06:26, 390 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვა - ევროკავშირში 60 000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნასთან დაკავშირებით მიზანი მიღწეული იქნება
ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერის თემა, გერმანია არის და იქნება ქვეყნის ყველაზე დიდი მატერიალური მხარდამჭერი,- ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, ტომას ჰიჩლერმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში 60 000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნასთან დაკავშირებით მიზანი მიღწეული იქნება. "ყველაზე მნიშვნელოვანი და ვრცელი არის უკრაინის მხარდაჭერის თემა. გერმანია არის და იქნება უკრაინის ყველაზე დიდი მატერიალური მხარდამჭერი და დღეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებ, რომ უკრაინელ ხალხს შეუძლია, კვლავ ჰქონდეს გერმანიის იმედი. იგივე ეხება წვრთნის სფეროს. ხვალიდან ჩვენ მივაღწევთ მიზანს ევროკავშირში 60 000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნასთან დაკავშირებით. ამაში თავისი წვლილი შეაქვს გერმანიას, სადაც წლის ბოლომდე მომზადებას გაივლის 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი", - განაცხადა ჰიჩლერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)