|
2024-08-30 13:11:06, 350 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ჩავა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, პუტინი მონღოლეთში პრეზიდენტის, უხნაგიინ ხურელსუხის მოწვევით მიემგზავრება. სადაც ის მონაწილეობას მიიღებს სადღესასწაულო ღონისძიებებში, რომლებიც საბჭოთა და მონღოლეთის ძალების იაპონიის შეიარაღებულ ძალებზე გამარჯვებას ეძღვნება. "მოლაპარაკებების დროს რუსეთისა და მონღოლეთის პრეზიდენტები განიხილავენ რუსეთსა და მონღოლეთს შორის საყოველთაო სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ასევე იმსჯელებენ აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებზე", - ნათქვამია ინფორმაციაში. ვლადიმერ პუტინი ასევე შეხვდება მონღოლეთის პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)