|
2024-08-28 15:37:38, 419 ნახვა
საზოგადოება
ჯაღმაიძე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივაზე - ხელისუფლების მხრიდან იყო მსგავსი შემოთავაზება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების თემაზე ხელისუფლების მხრიდან შეთავაზება გაკეთდა. როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, ფორმულირება დაზუსტებული არ არის და საპატრიარქოში მსჯელობენ, რა ფორმით უნდა მოხდეს შემოთავაზების ფორმულირება. "ხელისუფლების მხრიდან იყო მსგავსი შემოთავაზება. აქ ჩვენ შინაარსზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ხელისუფლება ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვის მკაფიო ხაზს, მშვიდობის პოლიტიკას ატარებს და ეკლესიისათვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს. ამდენად, ეს შემოთავაზებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი, ეკლესიის როლი და სტატუსი იყოს კიდევ უფრო გამყარებული, ფასეულობების, ტრადიციებისა და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას კიდევ უფრო შეეწყოს ხელი. სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ფორმულირებას რაც შეეხება, ეს არ არის ყველაზე უფრო მთავარი და პრინციპული, არც ასე მკაცრად არ დგას საკითხი. მთავარი თემა აქ არის, რომ რაიმე ფორმულირება მოიძებნოს, რომელიც ხელს შეუწყობს იმ საკითხებს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. საპატრიარქო ახლა მსჯელობს ამ თემაზე. ორშაბათს იყო შეხვედრა მღვდელმთავრების, ყველა მღვდელმთავარმა ვერ მოახერხა მოსვლა, რადგან სპონტანურად დაიგეგმა შეხვედრა, ამიტომ ნაწილი მღვდელმთავრებისა შეიკრიბება ხვალ და ფორმულირებაზე იმსჯელებენ", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)