|
2024-08-27 20:42:24, 407 ნახვა
საზოგადოება
იტალიური მედია სამცხე-ჯავახეთის შესახებ სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებს
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, იტალიელ ჟურნალისტსა და სოციალურ მედია-ინფლუენსერს კონსუელო ჯენარის უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტმა რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულა. ბორჯომის ცენტრალური პარკი, ახალციხის ციხე, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, სოფელი სარო, კურორტი აბასთუმანი - იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, რომლის შესახებაც იტალიელი ჟურნალისტი მაყურებელს შთაბეჭდილებებს გაუზიარებს. კონსუელა ჯენარი ასევე ესტუმრა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" სადემონსტრაციო ნაკვეთს, სადაც ისტორიული მესხური ჯიშის მარცვლეული კულტურების აღდგენა/სელექცია ხორციელდება. ტურის ფარგლებში მოხდა სამცხე-ჯავახეთის ტურისტული სერვისების გაცნობაც, როგორიცაა განთავსებისა და გასტრონომიული ობიექტები. ინფოტურის შედეგად, იტალიელი ჟურნალისტი და ინფლუენსერი რეგიონის ძირითადი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ 30-წუთიან ფილმს და სტატიებს მოამზადებს, რომლებიც იტალიურ მედიაპლათფორმებზე გავრცელდება. პრესტურის მხარდამჭერები არიან - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წევრი კომპანიები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)