|
2016-02-19 15:11:41, 498 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრში მოხალისე ტრენერებთან შეხვედრა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ახალი პროექტის - „მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ - პრეზენტაცია გამართა. პროექტის მონაწილე ტრენერებს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ირაკლი ხელაძე შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა მოხალისეებს პროექტში ჩართვისთვის და წარმატებები უსურვა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, მოხალისეები აქტივობებს დაგეგმავენ და განახორციელებენ ქვეყნის მასშტაბით, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ისე საჯარო სკოლებში. 200-ზე მეტი აპლიკანტისგან შეირჩა 80 ტრენერი. შეხვედრაზე მოხალისე ტრენერები გაეცნენ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობას, ცენტრში მიმდინარე პროგრამების მიზნებსა და გეგმებს. პროექტი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც ტრენერებს სერტიფიკატები გადაეცემათ. წარმატებულ ტრენერებს შესაძლებლობა მიეცემათ ინდივიდუალურად განაგრძონ თანამშრომლობა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში. პროექტის მიზანია 14 - დან 18 წლამდე მოზარდებში არაფორმალური განათლების მიღების გზით დანაშაულის ადრეული პრევენცია, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, თავისუფალი დროის სწორად წარმართვა. პროექტის ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეული ტრენერები ახალგაზრდებისთვის განსაზღვრულ თემებზე ჩაატარებენ ლექცია/სემინარებს, ინტერაქტიულ ტრენინგებს, სიმულაცია/მოდელირებებს. ტრენინგების თემატიკებია სამართალი, ფსიქოლოგია, კრიმინოლოგია, მენეჯმენტი/მარკეტინგი, მოხალისეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვა. პროექტით გათვალისწინებულია შესაბამისი ტრენინგის/აქტივობის ფარგლებში შერეული ჯგუფების შექმნაც, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრები, განრიდების პროგრამაში ჩართული და რისკ ფაქტორების მატარებელი არასრულწლოვნები. მოხალისე ტრენერების მიერ ჩატარებულ აქტივობებს უწყვეტ მონიტორინგს გაუწევენ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წარმომადგენლები. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების საშუალებით დანაშაულის პრევენცია.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)