|
2016-02-19 13:16:55, 698 ნახვა
საზოგადოება
EPN - Research-ის გამოკითხვის მიხედვით, მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მოქალაქეებს დასაქმება მიაჩნიათ
EPN - Research-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად დასაქმება მიაჩნია. კერძოდ, კითხვაზე - თქვენს მიერ შერჩეული ან სხვა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამიდან რომელია მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები? - 35.1 %-მა (702რ) მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად დასაქმება დაასახელა, სოციალური და ჯანდაცვის საკითხები - 23.6%-მა (472რ), ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა - 16.7%-მა (334რ), ადამიანის უფლებები - 15.9 %-მა (318რ), საქართველოს უსაფრთხოება - 7.8%-მა (156რ), ხოლო გამოკითხულთა 0.9%-სთვის (18რ) მნიშვნელოვანი სხვა საკითხებია. კითხვაზე: იცნობთ თუ არა, თქვენს მიერ შერჩეული ან სხვა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამას? გამოკითხულთა 13.3 % (266რ) აცხადებს, რომ იცნობს, 86.7% (1734რ) კი, არ იცნობს. ცნობისთვის, ცნობისთვის, EPN- Research -მა ჩაატარა გამოკითხვა საქართველოს დიდ ქალაქებში, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი და თელავი. EPN- Research მიერ სულ გამოიკითხა 2000 საქართველოს მოქალაქე - წარმომადგენლებითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში. EPN- Research-მა გამოკითხა მხოლოდ ის რესპოდენტები, რომელთაც პოლიტიკური არჩევანი გაკეთებული აქვთ და მას არ შეიცვლიან. შესაბამისად კვლევაში, რესპოდენტები, რომელთაც პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ არჩევანი არ გაუკეთებიათ, არ მოხვდნენ. EPN- Research-ის საზოგადოებრივ კვლევების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, მოსახლეობის განწყობას და დაეხმაროს მათ, ამოიცნონ და იზრუნონ მოსახლეობის მნიშვნელოვან საკითხებზე. გამოკითხვის საველე სამუშაოები ჩატარდა 2016 წლის 8-29 იანვრის. EPN- Research არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია რომელიც 2012 წლიდან მუშაობს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)