|
2016-02-18 19:01:59, 340 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე IDEA-ს გენერალურ მდივანს ივ ლეტერმს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე „დემოკრატიისა და საარჩევნო საკითხებში დახმარების საერთაშორისო ინსიტუტის“ გენერალურ მდივანს ივ ლეტერმს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოში მიმდინარე რეფორმები, IDEA-ს საქმიანობის პრიორიტეტები და შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. დავით ბაქრაძემ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მსვლელობაზე, მიღწეულ წარმატებებსა და გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, რომელსაც საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზე, საზოგადოებასთან სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი ასპექტებზე და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია. თავის მხრივ, ივ ლეტერმა ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილა, კერძოდ: საარჩევნო სისტემის განვითარება, საკონსტიტუციო მოწყობასთან დაკავშირებული საკითხების, დემოკრატიისა და განვითარების საკითხების კვლევა და რომ ორგანიზაციის მიზანია მსოფლიოში დემოკრატიის მხარდაჭერა და ამ პროცესში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება. ივ ლეტერმის თქმით, ევროინტეგრაციის კუთხით საქართველომ წარმატებით გაართვა თავი ფართომასშტაბიან რეფორმებს, კვლავ აგრძელებს მნიშვნელოვანი გარდაქმნების პროცესს და გამოხატა ორგანიზაციის ინტერესი ჩაერთოს და დადებითი წვლილი შეიტანოს საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში.
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)