18:06 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-12 13:49:12, 828 ნახვა

მსოფლიო
აშშ ახლო აღმოსავლეთში წყალქვეშა ნავ USS Georgia-ს აგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში წყალქვეშა ნავ USS Georgia-ს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინსა და მისი ისრაელელი კოლეგის, იოავ გალანტის სატელეფონო საუბრიდან ირკვევა, რომ რეგიონში ვითარების დაძაბვის გამო, აშშ ისრაელის დასაცავად პოზიციებს გააძლიერებს.

აშშ-ში განაცხადეს, რომ ვაშინგტონი ყველა ზომას მიმართავს, რათა დაიცვას ისრაელი ირანის შესაძლო თავდასხმისგან.

ამ მიზნით ლოიდ ოსტინმა უკვე გასცა განკარგულება, რომ ახლო აღმოსავლეთში დაჩქარდეს ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ გადაყვანა, რომელიც აღჭურვილია F-35C-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებით და ასევე რეგიონში გაიგზავნოს მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი USS Georgia.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics