12:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 17:04:27, 409 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური ანკარაში მომხდარ ტერაქტზე: ვიმედოვნებ, საერთაშორისო საზოგადოება ტერორიზმს აქტიურად შეებრძოლება

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო სამძიმრის წერილები გაუგზავნა თურქ კოლეგებს, თურქეთის რესპუბლიკის ფინანსთა, საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრებს.

„ამ მძიმე წუთებში, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას დატრიალებული ტრაგედიის გამო. სამძიმარს დაღუპულთა ოჯახებს ვუცხადებ, მეგობარ თურქ ხალხსა და პარტნიორ სახელმწიფოს. ვიმედოვნებ, საერთაშორისო საზოგადოება ტერორიზმს აქტიურად შეებრძოლება, მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად", - აღნიშნულია მინისტრის სამძიმრის წერილებში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად 28 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია 61-ზე მეტი ადამიანი. გავრცელებული ცნობით, ანკარის ცენტრში, გენერალურ შტაბთან ახლოს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. იმ დროს შენობასთან სამხედროებით სავსე ორი ავტობუსი იდგა და ორივეს ცეცხლი გაუჩნდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics