13:38 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-10 15:03:10, 302 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეგიდით, კონფერენცია გაიმართა

ბათუმში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეგიდით, კონფერენცია გაიმართა თემაზე "არტერიული ჰიპერტენზიის შეფასების და მართვის ახალი პერსპექტივები".

კონფერენციის გახსნას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე დაესწრო, რომელიც მონაწილეებს სიტყვით მიესალმა და წარმატებები უსურვა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ჰიპერტენზიის კონტროლის სტრატეგია ქართულ რეალობაში. მაღალი არტერიული წნევის ფენოტიპების იდენტიფიცირების და მართვის პრინციპები; ექიმსა და პაციენტს შორის პარტნიორული ურთიერთობა, თანამედროვე ტექნოლოგიების როლი ჰიპერტენზიის მართვაში და ა.შ.

ღონისძიების ორგანიზაციული მხარდამჭერი იყო - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველო და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics