00:23 - 23 May, 2026
|
2024-08-08 13:42:26, 995 ნახვა
სპორტი
ლაშა გობაძე პარიზის ოლიმპიადას გამოეთიშა
ქართველი მოჭიდავე ლაშა გობაძე (87კგ) რეპეშაჟში დანიის სახელით მოასპარეზე ჩეჩენ ტურპალ ბისულტანოვთან დამარცხდა და პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონი და ამავე რანგის ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ასევე ევროპის ჩემპიონატების თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი ქართველი ფალავანი ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას მერვედფინალიდან შეუდგა. მან პირველ შეხვედრაში ალჟირელ ბაშირ სიდ აზარა 2-1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. გობაძე მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქეს, სემენ ნოვიკოვს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:8 დამარცხდა. ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მოიპოვა, თუმცა რეპეშაჟში მან ბრძოლა დათმო და ოლიმპიადას გამოეთიშა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)