|
2024-08-04 17:22:46, 561 ნახვა
მსოფლიო
ბერბოკი - იმედის პრინციპი პუტინისგან არ დაგვიცავს
იმედის პრინციპი ვლადიმერ პუტინისგან არ დაგვიცავს,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გერმანულ გამოცემა Bild-ში გამოქვეყნებულ კომენტარში წერს. ბერბოკის განცხადებით, აუცილებელია გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგება, როგორც რუსეთის შემაკავებელი საშუალება. "ის, რაც გვიცავს, არის ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ - მათთვის, ვინც მამაცურად იცავს თავის ქვეყანას. და ამით უზრუნველვყოფთ, რომ პუტინის ჯარები ჩვენთან უფრო ახლოს არ მოვიდნენ. ის, რაც ახლა გვიცავს, არის ის, რომ ჩვენ ინვესტირებას ვახორციელებთ საკუთარ უსაფრთხოებასა და ძალაში - ევროკავშირში, ნატოსა და გერმანიაში. და ეს მოიცავს გადაწყვეტილებას, რომ გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები განლაგდეს. რუსეთთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება საიმედო შემაკავებელი საშუალება, რომელიც ასევე იცავს პოლონელებს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს და ფინელებს - ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც რუსეთს უშუალოდ ესაზღვრებიან",- აცხადებს ანალენა ბერბოკი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)