|
2024-08-01 12:55:34, 406 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის და CSRDG-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სოციალური საწარმო „ცისარტყელა“ გახდა
ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სოციალური საწარმო “ცისარტყელა“ გახდა, რომელიც ბაზისბანკისგან მიიღებს როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ მხარდაჭერას. სოციალური საწარმო, კახეთის რეგიონში, განვითარების შეფერხებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სოციალური სერვისების მიწოდების მიმართულებით 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მათივე ჩართულობით აწარმოებს სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს, სამკაულებსა და აქსესუარებს. ბაზისბანკის, როგორც სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ბანკისა და CSRDG-სგან მიღებული ფინანსური და ტექნიკური კონტრიბუციით, “ცისარტყელა“ შეძლებს სახელოსნოს გაფართოებასა და განვითარებას, სამუშაო და გამოფენა-გაყიდვის სივრცეების კეთილმოწყობას. ტრენინგების, მასტერკლასებისა და შეხვედრებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნას. შედეგად, ახალი პროდუქციის წარმოებას, მიზნობრივი ჯგუფის შრომით და სოციალურ ინტეგრაციას და გაზრდილი შემოსავლებით, სოციალური საწარმოს მდგრადობის უზრუნველყოფას. ბაზისბანკსა და CSRDG-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ერთ-ერთი კომპონენტი შეზღუდული შესაძლებლობების და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების შრომითი ინტეგრაცია, სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა და გაძლიერებაა. თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი საგრანტო კონკურსის 2023 წლის გამარჯვებული სოციალური საწარმო, ფეხსაცმლის ქართული ბრენდი M.H.F Shoes & Accessories გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)