07:47 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 13:23:54, 534 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით ბათუმში კაფე „დაფნა“ გაიხსნა

“თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით ბათუმში კაფე “დაფნა“ გაიხსნა. ამ დრომდე სახლური ხინკლისა და მოდერნისტული ქართული კერძების სივრცე მომხმარებელს მხოლოდ თბილისში, ერთ ლოკაციაზე მასპინძლობდა. 2022 წელს ფორბსის “დაფნა“  “The 12 Best Georgian Restaurants In Tbilisi“ -ის სიაში მოხვდა და ტურისტულ გზამკვლევებში უმაღლესი რეიტინგით სარგებლობს.

 კაფე ბათუმში, მემედ აბაშიძის 43 ნომერში, ისტორიულ შენობაში მასპინძლობს სტუმრებს და იმეორებს თბილისში არსებული ფილიალის მინიმალისტურ კონცეფციას.

დაფნასტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რამდენიმე წლიანი პარტნიორობისას დავრწმუნდით, რომ მათთვის პრიორიტეტი ხარისხია, სწორედ ამიტომ, ძალიან მარტივად შევთანხმდით ახალი ფილიალისთვის საჭირო აქტივების დაფინანსებაზე.

დარწმუნებულები ვართ, რომ ბათუმს გამორჩეული ლოკაცია შეემატა და მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის არჩევანი ჩვენზე შეაჩერეს“,- განაცხადა “თიბისი ლიზინგის“ საკრედიტო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნოდარ ბარბაქაძემ.

“თავდაპირველად გაჩნდა გაფართოების იდეა, შემდეგ სურვილი, რომ არა თბილისში, არამედ ბათუმში შეგვექმნა სივრცე, რომელიც სახლური ხინკლით გაუმასპინძლდებოდა სტუმრებს. ვუფრთხილდებით იმ სიყვარულს და ნდობას, რომელიც  დავიმსახურეთ, ამიტომ კაფე “დაფნაბათუმში იმეორებს დამკვიდრებულ ხარისხს და სტანდარტს. იმედი გვაქვს, რომ აქაც გავხდებით მეგობრების თავშეყრის საყვარელი ადგილი“,- განაცხადა კაფე “დაფნასდამფუძნებელმა, ნიკოლოზ მამეიშვილმა





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics