19:47 - 27 May, 2026
|
2024-07-31 13:07:16, 569 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა
ინდოეთში, კერალას შტატში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, 187 პირი დაკარგულად ითვლება. ინდოეთის არმიის ინფორმაციით, სამხედროებმა 1 000 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ძლიერი წვიმით გამოწვეულმა მეწყერმა რეგიონის მთავარი ხიდი წაიღო, რაც სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ართულებს. ხიდი სტიქიის ზონას უახლოეს ქალაქთან აკავშირებდა. სამხედროებს დროებითი ხიდის მშენებლობა დაწყებული აქვთ. სტიქიის შედეგად დაზიანებული ან დანგრეულია 350-მდე საცხოვრებელი სახლი. ცნობისთვის, კერალას შტატში ეს იყო ყველაზე მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფა 2018 წლის სასიკვდილო წყალდიდობის შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)